ავტომატიზირების სისტემებისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად ორგანიზაციას ესაჭიროება ჰყავდეს სისტემის სრულყოფილად მცოდნე სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ გამოიყენონ სისტემის სრული ფუნქციურობა. ჩვენს სასწავლო ცენტრში მიმდინარე საბუღალტრო სისტემების ტრეინინგები მიმართულია ზუსტად ამგვარი სპეციალისტების მომზადებაზე. სასწავლო ცენტრი კომპანია Apricot software-ის ქვეგანყოფილებაა. ის, საუკეთესო ტექნიკური სპეციალისტების დახმარებით, საშუალებას გვაძლევს სასწავლო პროცესების: საბუღალტრო, კანონმდებლობითი, ბიზნეს-პროცესების, უფრო ნაყოფიერად ორგანიზებას.

სისტემა AS-Accountant გათვალისწინებულია საშუალო და მცირე საწარმოების ბუღალტერიის სამუშაოების ავტომატიზებისათვის. ტრეინინგი გათვალისწინებულია როგორც მოქმედი ასევე დამწყები ბუღალტრებისთვის. ერთ თვიანი ტრეინინგების გრაფიკი ისე არის შედგენილი, რომ მონაწილეებს საშუალება ჰქონდეთ პარალელურად შეასრულონ სისტემის დანერგვის სამუშაოები საკუთარ სამუშაო ადგილებზე, გაიმეორონ გავლილი მასალა, დააგროვონ კითხვები და მიიღონ მათი განმარტებები.

ტრეინინგი

ტრეინინგები დაფუძნებულია სისტემა AS-Accountant-ში პრაქტიკულ სამუშაოებზე. თითოეულ მონაწილეს ენიჭება ცალკე სამუშაო ადგილი მისი პერსონალური კომპიუტერით, რაც მონაწილეების დამოუკიდებელ მუშაობას უზრუნველყოფს. ტრეინინგის ერთ-ერთი მონაწილის კომპიუტერი მიერთებულია პროექტორზე. ამგვარად, ყველა მონაწილეს საშუალება აქვს მუშაობის პარალელურად თვალყური ადევნონ ოპერაციებს, რომლებიც მიმდინარეობს ლექტორის უშუალო ზედამხედველობით. ტრეინინგის განმავლობაში ხორციელდება შესრულებული ამოცანების შუალედური შემოწმება. გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, ლექტორის დახმარებით ხდება შეცდომის მიზეზის განმარტება და შესწორება. ამოცანების შესრულებისას კითხვების წარმოშობის შემთხვევაში, მონაწილეებს საშუალება აქვთ უშუალოდ ლექტორს მიმართონ დახმარებისთვის. ნებისმიერი გაკვეთილის დასაწყისში ხდება გასულ გაკვეთილებზე განვლილი მასალების გამეორება. მონაწილეები დამოუკიდებლად ასრულებენ სისტემაში ამოცანებს, რაც საშუალებას იძლევა გავლილი მასალის აღქმის შემოწმებას. ამოცანების შესრულებისას სირთულეების წარმოშობის შემთხვევაში ლექტორი რეგულარულად იმეორებს მის შესახებ მასალებს.

ლექტორები

ტრეინინგები მიჰყავთ ბუღალტერიის ავტომატიზაციის მოქმედ სპეციალისტებს, რომელთაც აქვთ არა მარტო სწავლების არამედ სისტემასთან პრაქტიკული მუშაობის და დანერგვის უზარმაზარი გამოცდილება. ლექტორთა მდიდარი გამოცდილება უზრუნველყოფს სწავლების ხარისხს და ეფექტურობას.

სწავლების მეთოდები

ჯგუფური
მოცემული მეთოდით ტრეინინგებისთვის გროვდება პერიოდული ჯგუფები. სწავლება მიმდინარეობს სტანდარტული პროგრამით, რომელიც სპეციალურად ჯგუფური ტრეინინგებისთვის არის შემუშავებული. ეს მეთოდი გამოირჩევა ოპტიმალური ხარისხი/ფასი თანაფარდობით.

  • ჯგუფი შედგება 10-13 მონაწილისგან
  • ტრეინინგები მიმდინარეობს წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით.
  • შემუშავებული და სპეციალური სწავლების მეთოდიკა
  • ტრეინინგის განმავლობაში სრულდება პრაქტიკული სამუშაოები, პრაქტიკული სამუშაოები ლექტორის ზედამხედველობით, დამოუკიდებელი სამუშაოები.
  • ჯგუფის მონაწილეებს შორის გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობა
  • ნებისმიერ წუთს გაქვთ საშუალება მიმართოთ ლექტორის დახმარებისთვის.
კორპორატიული ბოლო წლების განმავლობაში დიდი ყურადღება მოიპოვა კორპორატიულმა ტრეინინგებმა. ამგვარი ტრეინინგების ორგანიზება ხდება ერთი და იგივე სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. მაგალითად: ჯანდაცვის, წყლის, გაზის მიწოდების, საბიუჯეტო სფეროების და სასწავლო დაწესებულებების თანამშრომელთათვის.
  • ტრეინინგში მონაწილეობას იღებენ იგივე სფეროს წარმომადგენლები ( მინიმუმ 6 ადამიანი)
  • მოცემული სფეროს თავისებურებების შემცველი სასწავლო პროგრამა
  • მოცემული სფეროს საქმიანობის შესახებ სპეციალური გადაწყვეტილებები, წინადადებების და კითხვების განხილვის საშუალება.
დაჩქარებული
შემუშავებული და სპეციალური სწავლების მეთოდიკა
  • ჯგუფი შედგება 6-8 მონაწილისგან
  • გაკვეთილები მიმდინარეობს ყოველ დღე
  • დღიური სწავლების ხანგრძლივობა 4-5 საათი

გაკვეთილები

ტრეინინგები მიმდინარეობს დილით, შუადღით და საღამოს,ინტენსიური გრაფიკით.

დილით 10:00-12:00
შუადღით 12:30-14:30
15:30-17:30
საღამოს 18:00-20:00

მოთხოვნილი ცოდნა – მონაწილეებისგან მოითხოვება ბუღალტრული და კომპიუტერის საბაზისო ცოდნა.
სასწავლო მასალები – უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სასწავლო მასალა, სისტემის დემო ვერსია.
მოწმობა - ტრეინინგების სრული კურსის მონაწილეებს ეძლევათ მონაწილეობის მოწმობა.
ხანგრძლივობა - 12 გაკვეთილი, 24 საათი
ფასი - 200 ლარი