სისტემა AS-Trade განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის სავაჭრო კომპანიებისთვის. სასწავლო ცენტრში ჩვენ ვაწარმოებთ სისტემის შესაწავლას, რომლის სილაბუსი იქმნება კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად.
კურსი სასარგებლო იქნება, როგოც ახალი მომხმარებლებისთვის, ასევე მათთვისაც, ვინც უკვე იცნობს სისტემას AS-Trade .
კურსის გეგმა
- სისტემის გაცნობა: ქვესისტემები, დირექტორიები, დოკუმენტები, ჟურნალები, უწყისები.
- მუშაობისთვის მომზადება: კომპანიის შესახებ ინფორმაციისა და საწყისი ნაშთების შეყვანა.
- შესყიდვები: მომწოდებლისგან საქონლის შესყიდვა, იმპორტი, დამატებითი ხარჯების განაწილება, მომწოდებლისთვის დაბრუნება, მომწოდებლებთან ანგარიშსწორება.
- საწყობი: საქონლის მოძრაობა, წარმოება, საქონლის გადაადგილება და საწყობის ინვენტარიზაცია, კომპლექტების აწყობა და დაშლა.
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა: საქონლის რეალიზაცია, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, ჩეკის ბეჭდვა, მყიდველისგან საქონლის დაბრუნება, RS.GE-ზე ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა
- უწყისების ფორმირება
კურსის მასალა დაფუძნებულია რეალური ორგანიზაციის მაგალითზე, რაც საშუალბას გაძლევთ მთლიანად გავიაზროთ სავაჭრო კომპანიის აღრიცხვისა და მართვის ოპერაციები სისტემაში. მოწოდებული სავარჯიშო წიგნის დახმარებით სტუდენტებს შეუძლიათ გაიმეორონ და გაიხსენონ გავლილი მასალა ნებისმიერ დროს.
კურსის დასასრულს დამსწრეებს უნდა შეეძლოთ შექმნან სავაჭრო პროცესებთაბ დაკავშირებული დოკუმენტები, შექმნან საჭირო რეპორტები და მოახდინონ მიღებული შედეგების ანალიზი.
მოთხოვნილი ცოდნა – მონაწილეებისგან მოითხოვება კომპიუტერის საბაზისო ცოდნა.
სასწავლო მასალები – ყველა საჭირო სასწავლო მასალა და სისტემის დემო ვერსია გათვალისწინებულია.
მოწმობა - სწავლების სრული კურსის მონაწილეებს ეძლევათ მონაწილეობის მოწმობა.
ხანგრძლივობა - 6 გაკვეთილი, 12 საათი
ფასი - 100 ლარი