თუ თქვენ გსურთ, გააუმჯობესოთ კლიენტთა დაკმაყოფილების ხარისხი, შეამციროთ დაშვებული შეცდომების და სავაჭრო პროცესებზე დახარჯული დროის რაოდენობა, მაშინ სწორედ შერჩეული სისტემა შესაძლოა გახდეს ბიზნესში წარმატების მიღწევის საიმედო ინსტრუმენტი.
სისტემა AS-Trade დაპროექტებულ და შემუშავებულ იქნა სპეცილაურად საბითუმო და საცალო საშუალო და მცირე სავაჭრო ორგანიზაციებისთვის.
სისტემა იძლევა ყველა ძირითადი სასაწყობო პროცესების მართვის საშუალებას, რომელიც დაკავშირებულია საქონლის გაყიდვა-შეძენასთან.
საცალო ვაჭრობა - კლიენტის სწრაფი მომსახურება, სკანერის გამოყენება, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, ფასდაკლების საბონუსე ბარათების გამოყენება, ხურდის გამოთვლა, სასაქონლო ქვითრის ბეჭდვა, საკონტროლო სალარო აპარატთან კავშირი, ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადადებების ატვირთვა RS.GE-ზე.
საბითუმო ვაჭრობა - საქონლის და მომსახურეობების გაყიდვები სხვადასხვა საწყობიდან, სხვადასხვა პრეისკურანტის და ფასდაკლების გამოყენება, მყიდველისგან დაბრუნება, ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადადებების ატვირთვა RS.GE-ზე, მყიდველებთან ურთიერთანგარიშსწორება.
შესყიდვები - საქონლის შეძენა მომწოდებლისგან, დამატებითი ხარჯების განაწილება, მომწოდებლისთვის საქონლის დაბრუნება, მომწოდებლებთან ურთიერთანგარიშსწორება.
სასაწყობო აღრიცხვა - შემოსვლის, გასვლის, გადაადგილების და ინვენტარიზაციის დოკუმენტები, მინიმალური რაოდენობის კონტროლი, ნაკრებების კომპლექტაცია და დეკომპლექტაცია.
ფულადი საშუალებები - ნაღდი და უნაღდო ბრუნვის აღრიცხვა ნებისმიერ ვალუტაში, საგადახდო დავალებების ექსპორტი და ამონაწერების იმპორტი ინტერნეტბანკინგის სისტემიდან.
უწყისები - საქონლის რაოდენობრივ-თანხობრივი ნაშთები და ბრუნვა, გაყიდვების ანალიზი, საქონელი და პარტნიორები ABC ანალიზი, ყველაზე გაყიდვადი საქონელი, ანალიტიკური დიაგრამები, დავალიანება და მოთხოვნები, ფულადი ნაკადები.
ფართო ფუნქციონალურ შესაძლებლობებთან ერთად პროგრამა აკმაყოფილებს სავაჭრო სისტემების ორ ძირითად მოთხოვნას: სწრაფმოქმედება და საიმედოობა.
სისტემის დანერგვა და ექსპლუატაცია ადვილია, მარტივი და ინტუიციური სტრუქტურის წყალობით.

სისტემა AS-Trade ძირითადი უპირატესობები

საუკეთესო ფასი/ხარისხი-ს თანაფარდობა

თქვენ იხდით ჩვეულებრივი სავაჭრო პროგრამის საფასურს და იღებთ თანამედროვე და ძლიერ სისტემას AS-Trade , რომელსაც გააჩნია საუკეთესო ფუნქციონალი, ანგარიშგების აგების ფართო შესაძლებლობები და ამას თან ერთვის ბრწყინვალე მომსახურება.

სავაჭრო მოწყობილობებთან კავშირი

  • საკონტროლო სალარო აპარატი,
  • შტრიხკოდის წამკითხავი სკანერები,
  • მაგნიტური ბარათის წამკითხავი მოწყობილობები,
  • ფასის იარლიყის საბეჭდი მოწყობილობები,
  • გაყიდვის ქვითრის საბეჭდი მოწყობილობები,
  • მომხმარებლის ეკრანი.
  • ელექტრონული სასწორები,
  • ინვეტრიზაციის მონაცემების შემკრები ტერმინალები.

ძლიერი და მოქნილი საუწყისო სისტემა

  • უწყისებში მონაცემების ფილტრაციის, დაჯგუფების, ჯამების დამატების, სვეტების არჩევის ინსტრუმენტები გვაძლევს საშუალებას უშუალოდ მუშაობის პროცესში, მივიღოთ ნებისმიერი მონაცემები, ნებისმიერი სახით.
  • Excel-თან კავშირი: ახალი შემუშავების შედეგად, Excel-ში ემატება ფორმულები, რომლებიც გაძლევთ საშუალებას სისტემა AS-Trade-დან გადმოქაჩოთ მონაცემები. Excel-ის საანგარიშო და ანალიზური საშუალებების გამოყენებით შეგიძლიათ ნებისმიერი უწყისის მიღება.
  • მრავალი ჩაშენებული უწყისი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ყოველთვის ვფლობდეთ ინფორმაციას ორგანიზაციის მდგომარეობის შესახებ და მივიღოთ შედეგიანი გადაწყვეტილებები.
  • საქმიანობის შედეგიანობის აღმწერი ძირითადი მანიშნებლების გრაფიკული ასახვა ერთ ფანჯარაში.

საბანკო ანგარიშების მართვა სისტემიდან

თქვენთვის მაქსიმალური კომფორტის და დროის დაზოგვის უზრუნველსაყოფად, სისტემა AS-Trade არის ინტეგრირებული ინტერნეტ ბანკინგის სისტემებთან. TBC ბანკის, საქართველოს ბანკის, პროკრედიტ ბანკის და ქართუ ბანკის ინტერნეტ ბანკინგის სისტემასთან ინტეგრაციით თავისუფლდებით ტრანზაქციების ხელით შევსებისგან და ზოგავთ დროს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა სისტემა AS-Trade-დან ბანკის ტრანზაქციები დააექსპორტოთ TBC ბანკის ინტერნეტ ბანკინგის სისტემაში და ასევე განახორციელოთ მონაცემების იმპორტი TBC ბანკის, საქართველოს ბანკის, პროკრედიტ ბანკის და ქართუ ბანკის ინტერნეტ ბანკიდან.

შემოსავლების სამსახურთან ინეგრაცია

  • ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების ხელით შევსების საჭიროება აღარ არსებობს RS.GE-ზე. უბრალოდ ატვირთეთ ისინი სისტემა AS-Trade-დან შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე.
  • ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების ხელით შევსების საჭიროება აღარ არსებობს სისტემაში AS-Trade, უბრალოდ ჩამოტვირთეთ ისინი შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან სისტემა AS-Trade-ში.

კავშირი სისტემასთან AS-Accountant

AS-Trade დაკავშირებულია სისტემასთან AS-Accountant, რაც გვაძლევს საშუალებას საქონლის და მყიდველების მონაცემები და გაყიდვების საბუთები ჩამოვტვირთოთ საბუღალტრო სისტემაში და თავი ავარიდოთ ინფორმაციის განმეორებით შეყვანას.

თანამედროვე, მომხიბლველი, კომფორტული სამუშაო გარემო

  • სისტემის სამუშაო გარემო აგებულია ნაცნობ და მოხერხებულ MS-Office-ის სტილში.ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს ადვილად დაიწყოს სისტემის მოხმარება და თავი აარიდოს ახალ სამუშაო გარემოზე მიჩვევით გამოწვეულ დროის ხარჯვას და დისკომფორტს.
  • სისტემა მუშაობს Unicode-ით, რაც შესაძლებელს ხდის ნებისმიერი ენით შეყვანილ მონაცემებთან მუშაობას.
  • დოკუმენტის შექმნისას მიმდინარე მრავალი შემოწმება უზრუნველყოფს მონაცემთა მთლიანობას და სიზუსტეს.
  • სისტემას აქვს სხვადასხვა ფერების და შრიფტების თემები. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია სისტემის მისთვის მაქსიმალურად მოხერხებული ხედის შერჩევა.

ინსტალაციის და გამოყენების სიმარტივე

სისტემის ინსტალაცია და მასთან შემდგომი მუშაობა ძალიან მარტივია და არ მოითხოვს კომპანიაში ტექნიკური სპეციალისტის არსებობას ან თანამშრომელთა სიღრმისეულ გადამზადებას.

სისტემის მრავალმხრივი მხარდაჭერა

კლიენტებთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას კლიენტთა მომსახურების ეფექტური სისტემა შევიმუშაოთ და ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ თითოეული კლიენტი ღებულობს ამ მხარდაჭერით მაქსიმალურ კომფორტს.
  • მონაწილეობა მიიღეთ ტექნიკურად აღჭურვილ AS სასაწავლო ცენტრში ორგანიზებულ ტრეინინგებში.
  • დაუსვით თქვენი კითხვები AS სატელეფონო ცენტრის ლიცენზირებულ სპეციალისტს.
  • ისარგებლეთ დაშორებული მხარდაჭერის სისტემით - ჩვენი სპეციალისტები პირდაპირ ჩაერთვებიან თქვენს კომპიუტერს ინტერნეტით და დაგეხმარებიან პრობლემის მოგვარებაში.
  • დაესწარით ახალი ვერსიების პრეზენტაციებს, სემინარებს.
  • ეწვიეთ AS კლიენტთა მომსახურების პორტალის ცოდნის ბაზას ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხების მისაღებად. აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ სახელმძღვანელო და დამხმარე სტატიები.

შეუზღუდავი რაოდენობით აღრიცხვების წარმოების საშუალება

AS-Trade სისტემაში შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობით ორგანიზაციების აღრიცხვის წარმოება, იმის მიუხედავად იყენებთ სისტემის ქსელურ თუ ერთ მომხმარებლიან ვერსიას.

MS Word, MS Excel, Open Office პროგრამებთან კავშირი

სისტემიდან შეიძლება მონაცემების ექსპორტი MS Word, MS Excel და შეზღუდვებით Open Office გარემოში.

მონაცემთა სწრაფი შეყვანის ახალი საშუალებები

სისტემაში დამატებული მონაცემთა ექსპორტირების და იმპორტირების ინსტრუმენტები გაძლევთ საშუალებას არსებითად დაზოგოთ დრო მონაცემების შეყვანაზე.
  • MS Excel-დან მონაცემების და საბუთების იმპორტი.
  • მთელი ინფორმაციის ექსპორტი და იმპორტი XML ფაილების მეშვეობით.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი პროგრამული უზრუნველყოფის აქტუალურობას

ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ სისტემებს და თვალს ვადევნებთ ტექნოლოგიების ცვლილების პროცესს. ჩვენ ვუსადაგებთ სისტემებს საკანონმდებლო და საგადასახადო ცვლილებებს, ვამატებთ ახალ ფუნქციებს და ინსტრუმენტებს თქვენი სამუშაოს კიდევ უფრო გასამარტივებლად. ჩვენ ასევე ვუზრუნველყოფთ იმას, რომ თქვენ დროზე მიიღოთ უკანასკნელი ცვლილებები. სისტემა თავად გაცნობებთ განახლების არსებობის შესახებ, და თქვენ უბრალოთ უნდა ჩამოტვირთოთ და დააყენოთ ისინი სულ რამოდენიმე კლიკით.

პრეისკურანტი

1
სამუშაო ადგილისთვის
2
სამუშაო ადგილისთვის
4
სამუშაო ადგილისთვის
9
სამუშაო ადგილისთვის
სისტემა AS-Trade 720 1000 1650 2900
ფასები შეიცავს სისტემის მომსახურება* ერთი წლის განმავლობაში
1 პირის მომზადებას AS-ის სასწავლო ცენტრში 2 პირის მომზადებას AS-ის სასწავლო ცენტრში 3 პირის მომზადებას AS-ის სასწავლო ცენტრში 5 პირის მომზადებას AS-ის სასწავლო ცენტრში

ყველა ფასი მითითებულია GEL-ში, დღგ-ს ჩათვლით
წლიური მომსახურების ფასები, მე-2 წლიდან დაწყებული
1
სამუშაო ადგილისთვის
2
სამუშაო ადგილისთვის
4
სამუშაო ადგილისთვის
9
სამუშაო ადგილისთვის
წლიური მომსახურება* 200 250 350 580

* წლიური მომსახურება შეიცავს
  • დისტანციურ მხარდაჭერას
  • ახალი ვერსიებით უზრუნველყოფას