თქვენ გახსენით თქვენი პირველი მაღაზია და ჯერ არ გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ მაღაზიის აღრიცხვის სისტემა. იქნებ მაღაზია პატარაა და არ მიგაჩნიათ მიზანშეწონილად სისტემის შეძენა. კომპანია Apricot Software ასაჩუქრებს ყველა მცირე მაღაზიას, უფასო ახალი თაობის სისტემით - AS-MarketPlace. სისტემა ასრულებს მაღაზიის ყველა მნიშვნელოვან ოპერაციას.
კომპანია Apricot Software მის მიერ შემუშავებულ ფასიან სისტემებთან ერთად მომხმარებელს სთავაზობს აგრეთვე უფასო გადაწყვეტილებებს. უფასო სისტემები წარმოადგენენ სრულყოფილ სამუშაო ვერსიებს და არ შეიცავენ არანაირ შეზღუდვებს.
ჩვენი სავაჭრო სისტემა, ისევე როგორც მისი უფასო ვერსია, სიღრმისეულად დაკავშირებულია სავაჭრო მოწყობილობებთან და სალარო აპარატებთან.
სისტემის კავშირი სალარო აპარატებთან და სავაჭრო მოწყობილობებთან აადვილებს სავაჭრო პროცესს და ამცირებს კლიენტთა მომსახურების ხანგრძლიობას. მრავალ ორგანიზაციას AS-MarketPlace-ის გამოყენებით საშუალება ექნება თავი აარიდოს დამატებით, ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვან ხარჯებს, რომლებიც საჭიროა გაყიდვების ავტომატიზაციის სისტემების შეძენის და დანერგვისთვის.
სისტემის ინსტალაცია და მისი შემდგომი გამოყენება ძალიან მარტივია და არ მოითხოვს ორგანიზაციაში ტექნიკური სპეციალისტის არსებობას. გამოცდილების არ მქონე მომხმარებელს შეუძლია მცირე დროში აითვისოს იგი. სისტემის ტექნიკური მოთხოვნები არ არის მაღალი, ე.ი. კომპანიებს არ ესაჭიროებათ დამატებითი კომპიუტერული ტექნიკის ან პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა.
პროგრამის გამოყენებისთვის არ არის საჭირო სპეციალური სასწავლო კურსის გავლა. პროგრამის უფრო ღრმა შესაძლებლობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ელექტრონული რესურსების მეშვეობით.
ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების ხელით შევსების საჭიროება აღარ არსებობს RS.GE-ზე. უბრალოდ ატვირთეთ იგი სისტემიდან AS-MarketPlace , ან ჩამოტვირთეთ ვებ-გვერდზე მიღებული ან გამოწერილი დოკუმენტები პირდაპირ თქვენ სისტემაში.
უწყისებში მონაცემების ფილტრაციის, დაჯგუფების, ჯამების დამატების, სვეტების არჩევის ინსტრუმენტები გვაძლევს საშუალებას უშუალოდ მუშაობის პროცესში, მივიღოთ ნებისმიერი მონაცემები, ნებისმიერი სახით.
საქმიანობის შედეგიანობის აღმწერი ძირითადი მანიშნებლების გრაფიკული ასახვა ერთ ფანჯარაში.
სისტემიდან შეიძლება მონაცემების ექსპორტი MS Word, MS Excel და Open Office გარემოში.
ყველა მონაცემების ექსპორტი და იმპორტი ხორციელდება XML ფორმატის ფაილების მეშვეობით.
სისტემის AS-MarketPlace განახლება რეგულარულად ხდება. ახალ ვერსიებში ემატება ახალი შესაძლებლობები, რათა მომხმარებლის სამუშაო გახდეს უფრო შედეგიანი. ბოლო ვერსიის გადმოწერა და ინსტალაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერით.