AS-BookKeeper სისტემა გათვალისწინებულია მცირე ორგანიზაციების მარტივი ბუღალტერიის ავტომატიზირებისთვის. განსაკუთრებით მოხერხებულია მომსახურების პროვაიდერი, საკონსულტაციო, აუდიტორული კომპანიების, მცირე საშტატო კომპანიებისთვის.
უფასო სისტემა
AS-BookKeeper სისტემა არ არის დემო ვერსია, არ აქვს ვადების ან/და საბუთების რაოდენობრივი შეზღუდვა. ეს არის სრული სამუშაო პროგრამა. იგი აბსოლუტურად უფასოა.
ინსტალაციის და გამოყენების სიმარტივე
სისტემის ინსტალაცია და მასთან შემდგომი მუშაობა ძალიან მარტივია და არ მოითხოვს კომპანიაში ტექნიკური სპეციალისტის არსებობას ან ბუღალტერთა სიღრმისეულ გადამზადებას. სისტემის ტექნიკური მოთხოვნები არ არის მაღალი, ე. ი. კომპანიას არ ესაჭიროება დამატებითი კომპიუტერული ტექნიკის ან პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა.
არ საჭიროებს განსაკუთრებულ შესწავლას და ფართომასშტაბიან დანერგვას
პროგრამის გამოყენებისთვის არ არის საჭირო სპეციალური მომზადება. პროგრამის უფრო სიღრმისეულ საშუალებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ელექტრონული რესურსების მეშვეობით.
AS-BookKeeper სისტემის უპირატესობები
თანამედროვე, მომხიბლველი, კომფორტული სამუშაო გარემო
- სისტემის სამუშაო გარემო აგებულია ნაცნობ და მოხერხებულ MS-Office-ის სტილში. ეეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს ადვილად დაიწყოს სისტემის მოხმარება და თავი აარიდოს ახალ სამუშაო გარემოზე მიჩვევით გამოწვეულ დროის ხარჯვას და დისკომფორტს.
- სისტემა მუშაობს Unicode-ით, რაც შესაძლებელს ხდის ნებისმიერი ენით შეყვანილ მონაცემებთან მუშაობას.
- დოკუმენტის შექმნისას მიმდინარე მრავალი შემოწმება უზრუნველყოფს მონაცემთა მთლიანობას და სიზუსტეს.
- სისტემას აქვს სხვადასხვა ფერების და შრიფტების თემები. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია სისტემის მისთვის მაქსიმალურად მოხერხებული ხედის შერჩევა.
ძლიერი და მოქნილი ანგარიშგების სისტემა
- თქვენ შეგიძლიათ სისტემიდან ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, მონაცემთა გაფილტვრის, დაჯგუფების, ჯამების დამატების, სვეტების ამორჩევის ინსტრუმენტების გამოყენებით.
- მრავალი ჩაშენებული უწყისი, მათ შორის ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური და საგადასახადო უწყისები
შეუზღუდავი რაოდენობით აღრიცხვების წარმოების საშუალება
AS-BookKeeper სისტემაში შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობით ორგანიზაციების აღრიცხვის წარმოება.
ნაკლები ხელით შესასრულებელი სამუშაო
ჩვენ ვახორციელებთ სხვა სისტემებთან კავშირს თქვენთვის კომფორტის შესაქმნელად და დროის დაზოგვის მიზნით.
- TBC Bank-ის და Bank of Georgia-ს ინტერნეტ ბანკინგის სისტემასთან ინტეგრაციით თავისუფლდებით ტრანზაქციების ხელით შევსებისგან და ზოგავთ დროს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა სისტემა AS-BookKeeper-დან საგადახდო დავალებები დააექსპორტოთ TBC Bank-ის ინტერნეტ ბანკინგის სისტემაში და ასევე განახორციელოთ მონაცემების იმპორტი TBC Bank-ის და Bank of Georgia-ს ინტერნეტ ბანკიდან.
- ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების ხელით შევსების საჭიროება აღარ არსებობს RS.GE-ზე. უბრალოდ ატვირთეთ იგი სისტემა AS-BookKeeper დან შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე.
MS Word, MS Excel, Open Office პროგრამებთან კავშირი
სისტემიდან შეიძლება მონაცემების ექსპორტი MS Word, MS Excel, Open Office გარემოში.
ექსპორტი და იმპორტი
მთელი ინფორმაციის ექსპორტი და იმპორტი XML ფაილების მეშვეობით.
AS-Accountant სისტემაზე გადასვლა შეფერხების გარეშე
AS-BookKeeper-ი გაძლევთ საშუალებას არამარტო პრაქტიკულად გამოიყენოთ სისტემა, არამედ მიეჩვიოთ სამუშაო გარემოს და უწყვეტად გადახვიდეთ უფრო ფუნქციონალურ სისტემაზე AS-Accountant. ნებისმიერ წუთში შეიძლება მონაცემების ადვილიად გადატანა სისტემაში Accountant და ისარგებლოთ დამატებული ფუნქციებით.
სისტემების შედარებითი ცხრილი
ფუნქციონალურობის სხვაობები |
AS-BookKeeper |
AS-Accountant |
უფასო |
საწყისი ფასი
1440 GEL |
ძირითადი ფუნქციონალურობა |
მთავარი წიგნი |
|
|
ბანკი და სალარო |
|
|
დებიტორების და კრედიტორების აღრიცხვა |
|
|
ფინანსური უწყისები |
|
|
მრავალვალუტიანი აღრიცხვა |
|
|
ძირითადი საშუალებები |
|
|
საწყობი |
|
|
ხელფასი |
|
|
Revenue Service სისტემასთან კავშირი |
|
|
TBC ინტერნეტბანკი სისტემასთან კავშირი |
|
|
ტიპიური ოპერაციების სცენარები |
|
|
დამხმარე ფუნქციონალობა |
ერთზე მეტი ორგანიზაციების აღრიცხვა |
|
|
Excel-ში ანგარიშგების გენერირების საშუალებები |
|
|
Excel-დან ინფორმაციული მონაცემების და საბუთების იმპორტი |
|
|
მონაცემების ექსპორტი და იმპორტი XML ფორმატის ფაილების საშუალებით |
|
|