AS-Accountant სპეციალურად შექმნილია ბუღალტერიის ავტომატიზაციისთვის საშუალო და მცირე საწარმოებისათვის. ჩვენ ზედმიწევნით გვაქვს შერჩეული სისტემის ფუნქციურობა, ინსტრუმენტები, რომლებიც შეიცავს სამუშაოს გამარტივების საშუალებას და მხარდჭერის სისტემა განვითარებულია მრავალი დაკვირვების შედეგად. ამის შედეგი არის ის რომ AS-Accountant უზრუნველყოფს ყველა საბუღალტრო მიმართულების ავტომატიზაციას. ამავე დროს დიდი რაოდენობით ზოგავს მუშახელს, დროს, ტექნოლოგიურ რესურსებს და ფულად აქტივებს.

სისტემა AS-Accountant ძირითადი უპირატესობები

საუკეთესო ფასი/ხარისხი-ს თანაფარდობა

თქვენ იხდით ტიპიური მარტივი საბუღალტრო სისტემის ფასს პროგრამა AS-Accountant-ში, სამაგიეროდ თქვენ იღებთ თანამედროვე და მძლავრ საბუღალტრო სისტემას, ფართო ფუნქციურობით, მრავალმხრივი ანგარიშგების შესაძლებლობით და საუკეთესო მხარდაჭერის სისტემით.

თანამედროვე, მომხიბლველი, კომფორტული სამუშაო გარემო

  • სისტემის სამუშაო გარემო აგებულია ნაცნობ და მოხერხებულ MS-Office-ის სტილში. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს ადვილად დაიწყოს სისტემის მოხმარება და თავი აარიდოს ახალ სამუშაო გარემოზე მიჩვევით გამოწვეულ დროის ხარჯვას და დისკომფორტს.
  • სისტემა მუშაობს Unicode-ით, რაც შესაძლებელს ხდის ნებისმიერი ენით შეყვანილ მონაცემებთან მუშაობას.
  • დოკუმენტის შექმნისას მიმდინარე მრავალი შემოწმება უზრუნველყოფს მონაცემთა მთლიანობას და სიზუსტეს.
  • სისტემას აქვს სხვადასხვა ფერების და შრიფტების თემები. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია სისტემის მისთვის მაქსიმალურად მოხერხებული ხედის შერჩევა.

ინსტალაციის და გამოყენების სიმარტივე

სისტემის ინსტალაცია და მასთან შემდგომი მუშაობა ძალიან მარტივია და არ მოითხოვს კომპანიაში ტექნიკური სპეციალისტის არსებობას ან ბუღალტერთა სიღრმისეულ გადამზადებას. სისტემის ტექნიკური მოთხოვნები არ არის მაღალი, ე. ი. კომპანიას არ ესაჭიროება დამატებითი კომპიუტერული ტექნიკის ან პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა.

სისტემის ყოველმხრივი მხარდაჭერა

კლიენტებთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას კლიენტთა მომსახურების ეფექტური სისტემა შევიმუშაოთ და ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ თითოეული კლიენტი ღებულობს ამ მხარდაჭერით მაქსიმალურ კომფორტს.
  • მონაწილეობა მიიღეთ ტექნიკურად აღჭურვილ AS სასაწავლო ცენტრში ორგანიზებულ ტრეინინგებში.
  • დაუსვით თქვენი კითხვები AS სატელეფონო ცენტრის ლიცენზირებულ სპეციალისტს.
  • ისარგებლეთ დაშორებული მხარდაჭერის სისტემით - ჩვენი სპეციალისტები პირდაპირ ჩაერთვებიან თქვენს კომპიუტერს ინტერნეტით და დაგეხმარებიან პრობლემის მოგვარებაში.
  • მონაწილეობა მიიღეთ ახალი ვერსიის შეახებ ჩვენს სემინარებში და პრეზენტაციებში.
  • ეწვიეთ AS კლიენტთა მომსახურების პორტალის ცოდნის ბაზას ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხების მისაღებად. აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ სახელმძღვანელო და დამხმარე სტატიები.ეწვიეთ AS კლიენტთა მომსახურების პორტალის ცოდნის ბაზას ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხების მისაღებად. აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ სახელმძღვანელო და დამხმარე სტატიები.

ძლიერი და მოქნილი ანგარიშგების სისტემა

  • თქვენ შეგიძლიათ სისტემიდან ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, მონაცემთა გაფილტვრის, დაჯგუფების, ჯამების დამატების, სვეტების ამორჩევის ინსტრუმენტების გამოყენებით.
  • Excel-თან კავშირი: ახალი შემუშავების შედეგად, Excel-ში ემატება ფორმულები, რომლებიც გაძლევთ საშუალებას სისტემა AS-Accountant-დან გადმოქაჩოთ მონაცემები. Excel-ის საანგარიშო და ანალიზური საშუალებების გამოყენებით შეგიძლიათ ნებისმიერი უწყისის მიღება.
  • 60-ზე მეტი ჩაშენებული უწყისი, მათ შორის ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური და საგადასახადო უწყისები.

მუდმივად განახლებადი სისტემა

ჩვენ ყოველთვის ვაუმჯობესებთ და ფეხს ვუწყობთ ტექნოლოგიებს. AS-Accountant სისტემის ვერსიების განახლება რეგულარულად ხდება. ახალ ვერსიებში არა მარტო შედის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები (ახალი უწყისების ვერსიები, გადასახადების გაანგარიშების ახალი სქემა და აშ.) არამედ ხდება სისტემის გაუმჯობესება; არის დამატებული ახალი შესაძლებლობები რათა გახადოს ბუღალტრების და ფინანსური განყოფილების სპეციალისტების საქმიანობა უფრო პროდუქტიული. ბოლო ვერსიის გადმოწერა და ინსტალაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერით.

შეუზღუდავი რაოდენობით აღრიცხვების წარმოების საშუალება

AS-Accountant სისტემაში შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობით ორგანიზაციების აღრიცხვის წარმოება, იმის მიუხედავად თქვენ იყენებთ სისტემის ქსელურ თუ ერთ მომხმარებლიან ვერსიას.

საბუღალტრო და საბანკო ანგარიშების მართვა ერთი სისტემიდან

თქვენთვის მაქსიმალური კომფორტის და დროის დაზოგვის უზრუნველსაყოფად, სისტემა AS-Accountant არის ინტეგრირებული ინტერნეტ ბანკინგის სისტემებთან. TBC ბანკის, საქართველოს ბანკის, პროკრედიტ ბანკის და ქართუ ბანკის ინტერნეტ ბანკინგის სისტემასთან ინტეგრაციით თავისუფლდებით ტრანზაქციების ხელით შევსებისგან და ზოგავთ დროს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა სისტემა AS-Accountant-დან ბანკის ტრანზაქციები დააექსპორტოთ TBC ბანკის ინტერნეტ ბანკინგის სისტემაში და ასევე განახორციელოთ მონაცემების იმპორტი TBC ბანკის, საქართველოს ბანკის, პროკრედიტ ბანკის და ქართუ ბანკის ინტერნეტ ბანკიდან.

შემოსავლების სამსახურთან ინეგრაცია

  • ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების ხელით შევსების საჭიროება აღარ არსებობს RS.GE-ზე. უბრალოდ ატვირთეთ ისინი სისტემა AS-Accountant-დან შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე.
  • ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების ხელით შევსების საჭიროება აღარ არსებობს სისტემაში AS-Accountant, უბრალოდ ჩამოტვირთეთ ისინი შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან სისტემა AS-Accountant-ში.

MS Word, MS Excel, Open Office პროგრამებთან კავშირი

სისტემიდან შეიძლება მონაცემების ექსპორტი MS Word, MS Excel, Open Office გარემოში.
მონაცემთა სწრაფი შეყვანის ახალი საშუალებები

მონაცემთა სწრაფი შეყვანის ახალი საშუალებები

სისტემაში დამატებული მონაცემთა ექსპორტირების და იმპორტირების ახალი ინსტრუმენტები გაძლევთ საშუალებას არსებითად დაზოგოთ დრო მონაცემების შეყვანაზე.
  • MS Excel-დან მონაცემების და საბუთების იმპორტი.
  • მთელი ინფორმაციის ექსპორტი და იმპორტი XML ფაილების მეშვეობით.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი პროგრამული უზრუნველყოფის აქტუალურობას

ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ სისტემებს და თვალს ვადევნებთ ტექნოლოგიების ცვლილების პროცესს. ჩვენ ვუსადაგებთ სისტემებს საკანონმდებლო და საგადასახადო ცვლილებებს, ვამატებთ ახალ ფუნქციებს და ინსტრუმენტებს თქვენი სამუშაოს კიდევ უფრო გასამარტივებლად. ჩვენ ასევე ვუზრუნველყოფთ იმას, რომ თქვენ დროზე მიიღოთ უკანასკნელი ცვლილებები. სისტემა თავად გაცნობებთ განახლების არსებობის შესახებ, და თქვენ უბრალოთ უნდა ჩამოტვირთოთ და დააყენოთ ისინი სულ რამოდენიმე კლიკით.

პრეისკურანტი

ყველა ფასი მითითებულია ლარში
1
სამუშაო ადგილისთვის
4
სამუშაო ადგილისთვის
9
სამუშაო ადგილისთვის
სისტემა AS-Accountant 1440 3100 5300
ფასები შეიცავს სისტემის მომსახურება* ერთი წლის განმავლობაში
1 პირის მომზადებას AS-ის სასწავლო ცენტრში 3 პირის მომზადებას AS-ის სასწავლო ცენტრში 5 პირის მომზადებას AS-ის სასწავლო ცენტრში


წლიური მომსახურების ფასები, მე-2 წლიდან დაწყებული
1
სამუშაო ადგილისთვის
4
სამუშაო ადგილისთვის
9
სამუშაო ადგილისთვის
წლიური მომსახურება* 290 650 1100

* წლიური მომსახურება შეიცავს
  • დისტანციურ მხარდაჭერას
  • ახალი ვერსიებით უზრუნველყოფას