AS-Accountant 7 - ახალი გადაწყვეტილება თქვენი ორგანიზაციის ბუღალტერიის ეფექტური და ხარისხიანი ავტომატიზაციისათვის. კომპანია Apricot Software გთავაზობთ ახალი თაობის ბუღალტრულ პროგრამას AS-Accountant 7.

ახალი შესაძლებლობები

ანალიტიკური ჯგუფების მიხედვით აღრიცხვა

ანალიტიკური ჯგუფები საშუალებას იძლევა აწარმოოთ დამატებითი ანალიტიკური აღრიცხვა სინთეტიკური ანგარიშებისთვის. ანალიტიკური ჯგუფების დახმარებით შესაძლებელია თვალი ადევნოთ, მაგალითად, ორგანიზაციის შემოსავლებს და ხარჯებს სხვადასხვა მიმდინარე პროექტის, დეპარტამენტის, განყოფილების ან ბიზნეს მიმართულებების მიხედვით.

პერსონალის აღრიცხვა

AS-Accountant 7 შესაძლებლობას იძლევა გადაჭრათ ორგანიზაციის პერსონალის მართვის პროცესთან დაკავშირებული რიგი საკვანძო საკითხები: მიღების, გადაყვანის და განთავისუფლების ბრძანებების რეგისტრაცია, ასევე თანამშრომლების პირადი საქმის წარმოება.

საბაჟო დეკლარაციის ფორმირება

AS-Accountant 7 შესაძლებლობას იძლევა ავტომატიზაცია გაუწიოთ იმპორტის დროს შევსებულ საბაჟო დეკლარაციას და დათვალოთ შესაბამისის გადასახადები

დღგ-ს რეგისტრაცია საქონლის შეძენის და გაყიდვის დროს

სისტემაში AS-Accountant 7 შეძენილი საქონლის, ასევე საბაჟო დეკლარაციაში გამოყოფილი დღგს-ს თანხები რეგისტრირდება ჟურნალში სადებეტო დღგ-თ. რეალიზაციის დროს საქონლის დღგ-ს საკრედიტო და სადებეტო თანხები გამოისახება გაყიდვების ანალიზში.

დირექტორიები, დოკუმენტები და გაფართოებული უწყისები

სისტემაში AS-Accountant 7 დამატებულია შესაძლებლობა დააპროგრამიროთ დამატებითი ველები დირექტორიებში, დოკუმენტებში და ასახოთ ისინი უწყისებში.

სარეზერვო ასლების შენახვა ღრუბლოვან გადაწყვეტილებაში Dropbox

სისტემა AS-Accountant 7 იყენებს ღრუბლოვან გადაწყვეტილებას Dropbox, სადაც ავტომატურად იწერება მონაცემების სარეზერვო ასლები.

ინფორმაციის გაცვლა ვებ-სერვისის საშუალებით

AS-Accountant 7 არის მონაცემების გაცვლისთვის გახსნილი სისტემა. ის შეიძლება შერწყმული იყოს სხვა ბიზნეს-სისტემებთან, როგორებიცაა სავაჭრო და საწარმოო გადაწყვეტილებები.
თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ მეტი AS-Accountant 7-ის შესაძლებლობების შესახებ აქ.

სისტემის AS-Accountant 7 გამოშვების თარიღი და გადასვლის პირობები

სისტემის AS-Accountant 7 გამოშვება დაგეგმილია 01.10.2017-ში.
სისტემის AS-Accountant 7 ფასები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
1
სამუშაო ადგილისთვის
4
სამუშაო ადგილისთვის
9
სამუშაო ადგილისთვის
სისტემა AS-Accountant 7 1440 3100 5300
ფასები შეიცავს სისტემის მომსახურება* ერთი წლის განმავლობაში
1 პირის მომზადებას AS-ის სასწავლო ცენტრში 3 პირის მომზადებას AS-ის სასწავლო ცენტრში 5 პირის მომზადებას AS-ის სასწავლო ცენტრში

წლიური მომსახურების ფასები, მე-2 წლიდან დაწყებული
1
სამუშაო ადგილისთვის
4
სამუშაო ადგილისთვის
9
სამუშაო ადგილისთვის
წლიური მომსახურება* 290 650 1100

ყველა ფასი მოცემულია GEL-ში, დღგ-ს ჩათვლით.

AS-Accountant 6-ის კლიენტები, რომლებსაც აქვთ მომსახურების ხელშეკრულება Apricot Software-თან გადადიან AS-Accountant 7-ზე დამატებითი გადასახადის გარეშე. კლიენტები, რომლებსაც არ აქვთ გაფორმებული სისტემის AS-Accountant 6 წლიური მომსახურების ხელშეკრულება Apricot Software-თან გადავლენ სისტემაზე AS-Accountant 7 მას შემდეგ, რაც ხელს მოაწერენ წლიური მომსახურების ხელშეკრულებას

წამახალისებელი აქცია

კლიენტები, რომლებიც წლიური მომსახურების ხელშეკრულებას გააფორმებენ ძველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებენ ფასდაკლებას 45 ლარის ოდენობით.

სისტემის AS-Accountant 6 გაყიდვების შეწყვეტა, მომსახურება და განვითარება

01.10.2017-დან შეჩერებული იქნება სისტემის AS-Accountant 6 გაყიდვა და წლიური ხელშეკრულების გაფორმება.
01.10.2017-დან შესრულებული იქნება მხოლოდ მიმდინარე მხარდაჭერა და შესწორებები, რომლებიც აღმოჩნდება სისტემაში AS-Accountant 6.